საყმაწვილო, სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალი „პირველი ავტოგრაფი“ რეგლამენტი
საერთო დებულება
თავი 1
რეგიონის და ზოგადად საქართელოს სკოლების და მოზარდი თაობის თეატრალურ ცხოვრებაში აქტიურად ჩართვა და მასში უშუალო მონაწილეობა(როგორც მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი, ა.შ.) თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაცია მოზარდებში, ქართველ და უცხოელ მოზარდთა სასკოლო თეატრალურ დასებს შორის თანამშრომლობისათვის ქ. ბათუმში ყოველწლიურად ნოემბრის ბოლო კვირას ტარდება საყმაწვილო, სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალი „პირველი ავტოგრაფი“.
ფესტივალის ორგანიზაცია
თავი 2
საყმაწვილო, სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალი „პირველი ავტოგრაფი“ ავტორი, დამფუძნებელი და ორგანიზატორი - შემოქმედებითი ორგანიზაცია „არტ პორტალი“, შემდგომში ფესტივალ “პირველი ავტოგრაფის“-ს დირექცია. რომელიც ირჩევს ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფს, ადგენს საფესტივალო და არასაფესტივალო პროგრამას, არჩევს საპატიო სტუმრებს და შეიმუშავებს ფესტივალის სტრატეგიას.
ფესტივალის პროგრამა
თავი 3
ფესტივალის პროგრამა შედგება:
თავი 4
ფესტივალში მონაწილეობის მსურველებმა(საჯარო თუ კერძო სკოლებმა) ფესტივალის დირექციას, საფესტივალო წლის არაუგვიანეს 15 ივნისამდე უნდა წარუდგინონ თავიანთ სკოლებში სასკოლო თეატრალური დასების შექმნის ან არსებული დასების, ფესტივალში მონაწილეობის მზაობის შესახებ თანხმობის წერილები, ხოლო სასკოლო თეატრალური დასების შესახებ შევსებული აპლიკაცია სრულად, არაუგვიანეს 25 სექტემბრისა. სპექტაკლების შერჩევას ახორციელებს „პირველი ავტოგრაფის“ პროგრამის დირექცია და საფესტივალო და არასაფესტივალო პროგრამის შერჩევა/ადგილზე ნახვა მოხდება საფესტივალო წლის არაუგვიანეს 24 ოქტომბრამდე;
ფესტივალში ეს იქნება საფესტივალო თუ არასაფესტივალო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ იმ სასკოლო თეატრალურ დასებს, რომელთა წარმოდგენების საჯარო ჩვენება არ მომხდარა, მათ შორის არც დახურულ საფესტივალო პლათფორმებზე. სპექტაკლები ფესტივალზე უნდა იყოს წარმოდგენილი საპრემიერო ჩვენებით.
ფესტივალზე საჩვენებელი სპექტაკლების პროგრამას, ასევე თუ რომელი სასკოლო თეატრალური დასი, რომელ სივრცეში წარმოადგენს ნამუშევარს განსაზღვრავს ფესტივალის დირექცია.
სპექტაკლის ფესტივალზე წარმოდგენის შემდეგ სასკოლო თეატრალური დასი სრულად არის თავისუფალი თავისი შეხედულებისამებრ წარადგინოს ნამუშევარი სხვადასხვა ფესტივალებსა თუ მათთვის ხელსაყრელ სივრცეებში, თუმცა აუცილებელია ყოველი ჩვენების წინ ნებისმიერი ფორმით იყოს ხაზგასმული, რომ აღნიშნული სპექტაკლი შეიქმნა ფესტივალ „პირველი ავტოგრაფისთვის“ ან ნაჩვენები იყო აღნიშნულ ფესტივალზე.
თავი 5
საფესტივალო ფროგრამის შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება წარმოდგენებს, რომლებიც შექმნილია მიმდინარე წელს ან გასულ წელს და ის არ არის ნაჩვენები საჯარო სივრცეში .
ფესტივალ „პირველ ავტოგრაფის“ საფესტივალო პროგრამაში ნაჩვენები იქნება 6 ან 12 წარმოდგენა, ხოლო არასაფესტივალო პროგრამა გაიწერება მთელი წლის განმავლობაში, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდენ შემდეგ პირობებს:
საფესტივალო სპექტაკლების შერჩევისას ყურადღე ექცევა მეტყველებას, სამსახიობო ოსტატობას, სასცენო კოსტიუმებს, მუს.გამოფმებას, სცენოგრაფიას, დინამიკას და ერთიანობაში მის ესთეტიკურ ხარისხს.
თავი 6
ყველა პირობა და ვადა მკაცრადაა დაცული, წინააღმდეგ შემთხვევაში საყმაწვილო, სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალი „პირველი ავტოგრაფი“ დირექცია იტოვებს უფლებას არ დაუშვას, სასკოლო თეატრალური დასი საფესტივალო თუ არასაფესტივალო პროგრამებში.
დოკუმენტაცია
თავი 7
საყმაწვილო, სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალ „პირველი ავტოგრაფის“ ადმინისტრაციას შევსებული აპლიკაციის ფურცელი უნდა მიეწოდოს არაუგვიანეს არაუგვიანეს 25 სექტემბრისა. აპლიკაციის ფორმა (იხილეთ ბმული ).
სპექტაკლების შექმნა, ტრანსპორტირება და ხარჯები
თავი 8
საფესტივალო სპექტაკლების შექმნის(შემოქმედებითი ჯგუფი, დეკორაცია, კოსტუმები, მუსიკა და სხვა), ასევე ტრანსპორტირების ხარჯებს იღებს სკოლის ადმინისტრაცია, ხოლო ადგილზე სპექტაკლების ნახვისას ფესტივალი უზრუნველყოფს სხვადასხვა სივრცეებს, განათების, გახმოვანების, პროექციის, სცენის მემანქანეები თუ სხვა სპექტაკლების ღირსეულად გამართვისათვის ყველა ტექნიკურ საშუალებას.
სტუმრები
თავი 9
ფესტივალზე სტუმრების მოწვევის პირობებსა და ვადებს წყვეტს ფესტივალის დირექცია. ეს იქნება ნომინაცია „დიდი ბავშვი“ დასაჯილდოვებელი პერსონა თუ ფესტივალის გახსნის ცერემონიალზე წარმოდგენილი სპექტაკლის შემოქმედებითი ჯგუფი. ფესტივალის დირექცია თავის თავზე ღებულობს სტუმრების მგზავრობისა და სასტუმროს ხარჯებს ფესტიავლის განმავლობაში. სხვა სტუმრების დასწრების პირობებს ფესტივალი დირექცია უზრუნველჰყოფს პერსონალური მოწვევით.
ჟიური
თავი 10
საფესტივალო პროგრამის სპექტაკლებს აფასებს კვალიფიციური ჟიური სამი წევრის შემადგენლობით, მათ შრორის თანატოლი ჟიური ერთი მოზარდის სახით.
ფესტივალ „პირველი ავტოგრაფის“ დირექცია თავისთავზე იღებს ჟიურის ყოველი წევრის ფესტივალზე დასწრების ხარჯებს (ტრანსპორტირება, სასტუმრო, ჰონორარი). ჟიურის შემადგენლობაში არ შეიძლება შევიდეს ის პირები რომლებიც პირდაპირ ან ირიბათ დაკავშირებულია რომელიმე სასკოლო თეატრალურ დასთან.
პრიზები
თავი 11
საყმაწვილო, სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალი „პირველი ავტოგრაფი“ აწესებს დამატებით პრიზებს:
ფესტივალი „პირველი ავტოგრაფის“ პრიზები, რომლებსად შეარჩევს ფესტივალის ჟური გაიცემა შემდეგ ნომინაციებში:
დასკვნითი დებულება
თავი 12
ფესტივალში მონაწილეობა განსაზღვრულია არსებული რეგლამენტის ყველა პუნქტის დაცვით.
თავი 13
მისამართები და საკონტაქტო ინფორმაცია: