რეჟისორი
სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალი დიდი საქმეა რომელიც ხვალ, მთელ საქართველოს მოიცავს... ჩემო პატარა მეგობრებო, ფესტივალის მონაწილეებო, თქვენ შეძლებთ უფროსი თაობა შემოაბრუნოთ თეატრის ზღაპრულ სამყაროში, სადაც ნებისმიერ ზღაპარს რელობად აქცევთ. ზღაპრის ბოლო, დანადვილებით ვიცი, ყოველთვის კეთილია. პატივისცემით და სიყვარულით თქვენი გია კიტია
ჟურის თავმჯდომარე
მსახიობი
მიხარია, რომ ბათუმში იმართება სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალი. ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვები დაინტერესდნენ თეატრით, რაც გახლავთ ამ ღონისძიების მთავარი მიზანი. ჩემთვის, ძალიან დიდი პატივი გახლავთ ფესტივალის ჟიურის წევრად ყოფნა. სიყვარულითა და პატივისცემით ფესტივალის თითოეულ მონაწილეს დიდი წარმატება მინდა ვუსურვო!
ჟიური
პოეტი
სასკოლო დასების თეატრალური ფესტივალი, რომელიც ბათუმში ტარდება, მოსაწონი და ფრიად სასარგებლოა ახალგაზრდა თაობისთვის და არა მხოლოდ... ის დროულია მთლიანად საზოგადოებისათვის. კულტურის გამოფხიზლებაა საჭირო სულიერი სამყაროს გამოსაფხიზებლად. მხოლოდ ჭეშმარიტ ხელოვნებას შეუძლია უკეთესობისკენ შეცვალოს მსოფლიო -- არა ფსევდოხელოვნებას. ხვალ თუ ბათუმმა უნდა უმასპინძლოს თეატრალურ ფესტივალს, მომავალში მთელმა საქართველომ ფართოდ უნდა გაუღოს კარი ასეთ ღონისძიებებს. ეს გვჭირდება ჩვენ, სჭირდება ჩვენს მომავალ თაობას.
აი, მიზანი, რომლითაც უნდა იაროს ბათუმში დაგეგმილმა სასკოლო თეატრალურმა ფესტივალმა. დიდი პატივისცემით მივესალმები ბათუმსა და ბათუმელებს! ღმერთმა ხელი მოუმართოთ ჭეშმარიტ გზაზე სასიარულოდ..
თქვენით სავსე და უთქვენოდ მტვერზეც მცირე
ტარიელ ხარხელაური
ჟიური
მოსწავლე
მოგესალმებით! მე ვარ ფერიის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლე მარიამ ხუჯაძე. გასულ წელს, ფესტივალ „პირველი ავტოგრაფის“ შესახებ სკოლის მოსწავლეებს, რეჟისორებმა თეა მორთულაძემ და გოგა ლორიამ შეგვატყობინეს, რის შემდეგაც დავიწყეთ სპექტაკლზე მუშაობა. ჩვენი დასი, პროექტის დირექტორის მიხეილ გაბაიძის და ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელის პეტრე ჩარგეიშვილის რეკომედაციით შეძლო საფესტივალო პროგრამაში მონაწილეობა.
ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ, რომ გავხდი თანატოლი ჟიურის წევრი. იმედი მაქვს ღირსეულად შევასრულებ დაკისრებულ მოვალეობას.
თანატოლი ჟიური