მსახიობი
უაღრესად საინტერესო და მნიშვნელოვანი წამოწყებაა, სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალი ,,პირველი ავტოგრაფი.“ ძალიან ნიჭიერი თაობაა და მჯერა უამრავი აღმოჩენის წინაშე დავდგებით. ვუერთდები და წარმატებებს ვუსურვებ ფესტივალის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს.
ჟურის თავმჯდომარე
მწერალი
დიდებს და პატარებს, პატარებს და დიდებს, ყველას ვისაც უყვარს თეატრი, მინდა მივულოცო ეს ფესტივალი, რადგან ეს სიხარული, სინამდვილეში, ყველას სჭირდება და პირველ რიგში - დიდებს. უფროსებს (მშობლებს და მასწავლებლებს), ძალიან ხშირად ავიწყდებათ, რომ ისინიც პატარები იყვნენ და აღარ ახსოვთ რომ პატარებსაც აქვთ ოცნებები, სურვილები და იმედები. ჰოდა, პატარებს რომ დიდებმა იმედები არ გავუცრუოთ, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ რას და როგორ ფიქრობენ დღევანდელი ბავშვები. რა უნდა იყოს ამ ფესტივალზე კარგი საშუალება სკოლის მოსწავლეების გასაცნობად?
ჩვენგან, დიდებისაგან განსხვავებით, პატარები ისეთი გულწრფელები არიან რომ ისინი სცენაზეც კი, ყველაზე გულწრფელად თამაშობენ ყველაზე რთულ როლებსაც კი და რამდენადაც უფრო დიდხანს ინარჩუნებს ადამიანი გულწრფელობას, იმდენად მარტივი და ლამაზი ხდება ცხოვრება - ყველაზე რთული სპექტაკლი.
ჟიური
მუსიკისმცოდნე
მისასალმებელია მოსწავლეთა თეატრების ფესტივალის დაარსების იდეა. ეს მოსწავლეებისთვის სახალისოც არის და შემეცნებითიც, რადგან ლიტერატურასთან ერთად კომპლექსურად ეზიარებიან ხელოვნების ყველა სფეროს - პლასტიკას, მუსიკას, მხატვრობას. ყველაფერი ერთად კი უდაოდ ამდიდრებს მათ შინაგან სამყაროსა და ფანტაზიას.
ვუსურვებ ფეტივალს, მის მონაწილეებსა და დამფუძნებლებს ხანგრძლივ და წარმატებულ სიცოცხლეს.
ჟიური
მოსაწავლე
,,სახილველი"-ასე ეწოდა თეატრს თავდაპირველად. წილად მხვდა პატივი, ამ ,,სახილველით” ტკბობისა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ თეატრალური ფესტივალის , ,,პირველი ავტოგრაფის,’’ ნორჩი მსახიობები. რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდები, არ ვართ განებივრებული სანახაობებით, მით უფრო-სპექკატლებით. უზომოდ მადლობელი ვარ ქობულეთის მეხუთე საჯარო სკოლის შემოქმედებითი გუნდის, რომელმაც ჩამოაყალიბა სკოლის თეატრალური დასი, მაზიარა სასცენო ხელოვნებას. გავმხადარიყავი ,,პირველი ავტოგრაფის" თანატოლი ჟიური, მადლობა ფესტივალის ორგანიზატორებს ამ შესაძლებლობისათვის.
თანატოლი ჟიური