პრეს-ოფისი

პრესრელიზი

საყმაწვილო, სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალი „პირველი ავტოგრაფი“

2024 წლის 22 ნოემბერი

დასაწყისი: 15:00 სთ.

მისამართი: ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი ოდისეი დიმიტრიადის ქ. 1

 

ბათუმში 2021 წელს დაფუძნდა საყმაწვილო, სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალი „პირველი ავტოგრაფი“.  ფესტივალის  ავტორი, დამფუძნებელი და ორგანიზატორი გახლავთ შემოქმედებითი ორგანიზაცია  ა(ა)იპ „არტ პორტალი“. ფესტივალის დირექტორი მიხეილ გაბაიძე, სამხატვრო ხელმძღვანელი პეტრე ჩარგეიშვილი.

ფესტივალის ფინანსური მხარდამჭერია: აჭარის ა.რ. რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ქალაქ ბათუმის მერია.

რიგით IV ფესტივალის გამართვის თარიღებია მიმდინარე წლის 24 ნოემბერი 1 დეკემბრის ჩათვლით.  მონაწილეობას იღებს აჭარის ა.რ. ექვსივე მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლებში არსებული თეატრალური დასები.

ფესტივალში მონაწილეობს აჭარის  ა.რ. ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებული, კერძო თუ საჯარო სკოლებში შექმნილი თეატრალური დასები. ფესტივალი მოიცავს 8 დღეს.

 

სპექტაკლები გაიმართება სხვადასხვა ლოკაციაზე, ესენია:

  • ფესტივალის გახსნის ცერემონია ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულის თეატრი „დიდი სცენა“
  • ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის „მცირე სცენა“
  • ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრი სცენა
  • ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის

ფესტივალის დახურვის ცერემონია ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი

ფესტივალს ეყოლება კვალიფიციური ჟიური, სამი ადამიანის შემადგენლობით, ვინც გამოავლენს გამარჯვებულებს სხვადასხვა ნომინაციებში.

ფესტივალზე, ორგანიზატორების მიერ გამორჩეული იქნება სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ხელოვანი, ვისაც  ღვაწლი მიუძღვის ბავშვებთან მიმართებით. პირველ საფესტივალო წელს - საბავშვო ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ნომინაციაში „დიდი ბავშვი“ მთავარი პრიზი,  გადავეცით მწერალ გურამ პეტრიაშვილს, მეორე საფესტივალო წელს გადავეცით კომპოზიტორ დავით მალაზონიას, მესამე საფესტივალო წელს მსახიობ გოგა პიპინაშვილს, ხოლო ფესტივალის ოგრანიზატორების გადაწყვეტილებით მთავარ პრიზს ნომინაციაში „დიდი ბავშვი“ გადავცემთ - ფილმ „ფეოლას“ (რეჟ.ბაადურ წულაძე) მთავარი როლის შემსრულებელს გიგლა ცინცაძეს(ფილმის პერსონაჟი - ხვედელიძე)

ასევე გვეყოლება სტატუსით „თანატოლი ჟიური“, სკოლის მოსწავლე და ის თავისი შეხედულებისამებრ შეარჩევს გამარჯვებულს ნომინაციაში - „საინტერესო პერსონაჟი“. თანატოლი ჟიური  დამოუკიდებლად მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ ვის გადასცემს აღნიშნულ პრიზს და ასევე თავადვე მოიფიქრებს გადასაცემი პრიზი თუ რა იქნება. ჩვენ ამით გვინდა შევქმნათ პრეცედენტი, მოზარდებმა თავად ჩაერთონ შეფასების პროცესში. გასული საფესტივალო წლების მსგავსად, თანატოლი ჟური, ასევე ირჩევს მომავალ საფესტივალო წელს თუ ვინ იქნება თანატოლი ჟურის პრეტედენტი.

 

ჟიურის მიერ გამოვლენილ გამარჯვებულებს გადაეცემათ ფესტივალის მთავარი პრიზი, ინფორმაცია პრიზის შესახებ:

ძველი თაობის ბათუმელებს კარგად  ახსოვთ, ბათუმის  ცენტრალურ პარკში   (ყოფილი  პიონერთა პარკი), მდგარი „არლეკინის“ ქანდაკება. ბურთზე მდგომი  ჯამბაზის ფიგურა, რომელიც  გასული საუკუნის 80-იან წლებში შეიქმნა, ხოლო 90-იანი წლების შავბნელ დღეებში, დღემდე უცნობ, დაუდგენელ გარემოებებს ემსხვერპლა და  „პიონერთა პარკიდან“ გაქრა. ცოტამ თუ იცის , რომ ქანდაკების  ავტორი გახლდათ მოქანდაკე ოთარ დარჩია. როდესაც გაჩნდა იდეა ფესტივალის დაარსებისა, დავიწყეთ ფიქრი  იმაზე, თუ რა უნდა ყოფილიყო პრიზი გამარჯვებულთათვის. სწორედ ამ დროს გაცოცხლდა მოგონებებში ბათუმის სიმბოლოდ ქცეული არლეკინი და გადაწყდა , თუ ბატონი ოთარი დაგვთანხმდებოდა, მისი არლეკინი გახდებოდა ჩვენი ფესტივალის პრიზის ინსპირაციის წყარო.   გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრე გავუზიარეთ  ფესტივალის დაარსების  და პრიზის შექმნის იდეა. ძალიან გაიხარა, გზა დაგვილოცა და მისი ნებართვით, არსებული ფოტოების მეშვეობით შეიქმნა სტილიზებური ფიგურა, რომელიც ჯერ პლასტელინისგან დაამზადა ზურა ჩხარტიშვილმა, ხოლო საბოლოო სახე მისცა მოქანდაკე გიორგი კიკვაძემ. „არლეკინი’’ საყმაწვილო-სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალი „პირველი ავტოგრაფის“  სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს გადაეცემათ.

ფესტივალის ყავს პარტნიორები ვინაც დააწესეს სხვადასხვა პრიზები და ასევე მათ დაასაჩუქრებს მათ სერვისში არსებული მომსახურეობებით, ესენია:

  •  ფესტივალის ფინანსური მხარდამჭერი „ოქროს სპონსორები“
  •  აჭარის განათლებისკულტურისა და სპორტის სამინისტრო & ქალაქ ბათუმის მერია.
  •  მედია მხარდამჭერები:
  •  აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ტელევიზია და რადიო
  •  საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი 1 არხი
  •  TV ბათუმი
  •  გაზეთი „აჭარა“
  •  პარტნიორები:
  •  საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
  •  ქართული თეატრის ეროვნული არქივი
  •  ბათუმის ბოტანიკური ბაღი
  •  ბათუმის დელფინარიუმი
  •  ბათუმის ავტოტრანსპორტი
  •  სახელოსნო „ამქარი“
  •  სპონსორები:
  •  რესტორანი „შეფოინტი“
  •  საკონდიტრო მაღაზია „დონა“
  •  საფურშეტო მომსახურეობა „ერკეთელი“
  •  თანდილას მარანი
  •  „არჯი“ გრუპი
  •  ოცნების სახლი
  •  კარის საწარმო „მეგ დორსი“
  •  პრემიუმ კარების შოურუმი „გაბილდი

ფესტივალის ფარგლებში მოსწავლეებისათვის გაიმართება, „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“, რეგიონალური ოგრანიზაციის მიერ, ორგანიზებული საინფორმაცია ხასიათის შეხვედრა.

სპექტაკლების განრიგი, გამართვის ლოკაციები, მონაწილე სასკოლო დასების შემოქმედებითი ჯგუფების შესახებ ინფრომაცია იხილეთ ფესტივალის FB – Veb გვერდებზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

საყმაწვილო-სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალი „პირველი ავტოგრაფი“

მიხეილ გაბაიძე ფესტივალის დირექტორი მობ: 555 366 399 ,

e-mail: gabaidzemikheil@gmail.com

პეტრე ჩარგეიშვილი, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი მობ: 551 24 26 36 ,

e-mail: petrechargeishvili77@gmail.com

პრეს-რელიზი - ჩამოსატვირთი ფაილი 2024