საყმაწვილო, სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალი „პირველი ავტოგრაფი“ 2021 წელს დაარსდა.
ფესტივალის ავტორი, დამფუძნებელი და ორგანიზატორი - შემოქმედებითი ორგანიზაცია „არტ პორტალი“ - დირექტორი მიხეილ გაბაიძე, სამხატვრო ხელმძღვანელი პეტრე ჩარგეიშვილი, ოფიციალური პარტნიორი - აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ქალაქ ბათუმის მერია. „პირველი ავტოგრაფი“ არის ყოველწლიური ღონისძიება და ის ტარდება ნოემბრის მეორე ნახევარში. ფესტივალის ძირითადი ინტერესის სფეროა მოზარდები და სათეატრო ხელოვნება.
ფესტივალი „პირველი ავტოგრაფი“-ს პირველი საფესტივალო წელი გახლდათ 2021 წლის ნოემბერი-დეკემბრის თვეები. ფესტივალში მონაწილეობა მიიღო, აჭარის რეგიონში არსებულმა კერძო და საჯარო სკოლებში არსებულმა თეატრალურმა დასებმა, რაც მეტწილად ფესტივალში მონაწილეობისთვის შეიქნმა. უშუალოდ ფესტივალში ჩართული იყო 14 სკოლა მათ შორის 300-მდე მოზარდი. 2022 წელს ფესტივალში მონაწილეობისათვის განაცხადი გააკეთა 25 სკოლამ, ჯამში 400-მდე მოზარდი, ხოლო 2023 წლის საფესტივალო პროგრამაში მონაწილეობისათვის სურვილი გამოთქვა 42 სასკოლო თეატრალურმა დასმა, ჯამში 600-ზე მეტი მოზარდის ჩართულობა. დასები ძირითადად იქმნება ფესტივალში მონაწილეობისათვის. მაყურებლის რაოდენობა ყველა საფესტივალო წელს განისაზღვრა 5 000-დან 6 000-მდე.
ფესტივალი იმართება ნოემბრის თვის ბოლო კვირას, კვირიდან კვირამდე, 8 დღე, უშუალოდ სპექტაკლის დღეები ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, ხოლო ფესტივალის გახსნა-დახურვა კვირა დღე. დასების რაოდენობის სიმრავლის მიზეზით ფესტივალმა შეიმუშავა ორი პროგრამა, პირობითი სახელწოდებით საფესტივალო და არასაფესტივალო პროგრამა. საფესტივალო თარიღებში წარმოვადგნეთ, მიღებული განაცხადებიდან 12 საუკეთესო ნამუშევარს, ხოლო არასაფესტივალო პროგრამა გაიწერება მთელი წლის განმავლობაში და ვითამაშებთ სასკლო დასებთან შეთანხმებულ სხვადასხვა სივრცეებში. არასაფესტივალო პროგრამის მიზანია, დასებს რომლებმაც იმუშავეს არ დაეკარგოთ ენთუზიაზმი და მოემზადონ მომავალი საფესტივალო წლისათვის. განსხვავება საფესტივალო და არასაფესტივალო პროგრამებში არის მხოლოდ ის, რომ ერთ შემთხვევაში ჟური აფასებს, ხოლო მეორე შემთხვევაში ჟიურის გარეშე ვთამაშობთ, სხვა ყველა სიკეთეები, რაც ფესტივალს მრავლად აქვს, ფესტივალის პარტინოდების მიერ დაგეგმილი ყველა თანაბრად სარგებლობს.
ფესტივალს ყველა წელს ყავს კლვალიფიციური ჟიური, ვინაც შეარჩევს საუკეთესო სპექტაკლებს, ასევე მსახიობ(მოსწავლე) ბავშვებს, სცენოგრაფია, მუსიკა თუ სხვა, ვისაც გადაეცემა ფესტივალის სპეციალური პრიზი, ფესტივალის სიმბოლო „არლეკინი“, ხოლო ფესტივალში მონაწილეობისთვის თითოეულ მონაწილეს, შემოქმედებით ჯგუფს თუ სკოლის წარმომადგენლებს გადაეცემათ ფესტივალში მონაწილეობის დიპლომები.
ფესტივალი ყველა წელს გასცემს სპეციალურ პრიზს სახელწოდებით „დიდი ბავშვი“, ფესტივალის სიმბოლოს „არლეკინი“ ბავშვებთან მიმართებაში გაწეული განსაკუთრებული წვლილისათვის:
2021 წელს ჯილდო გადაეცა მწერალსა და მსახიობს, მეზღაპრეს - გურამ პეტრიაშვილს
2022 წელს ჯილდო გადაეცა კომპოზიტორ - დავით მალაზონიას
2023 წელს ჯილდო გადაეცა მსახიობსა და რეჟისორს - გოგა პიპინაშვილს
ფესტივალს ყავს აერაერთი პარტნიორი, ვინაც ფესტივალის მონაწილეებს გადასცემს ფასიან საჩუქრებს, თუ მათ სერვისში არსებული მომსახურეობით ასაჩუქრებს ყველას.
2022 წელს ფესტივალმა დააწესა ქართულ თეატრსა და კინოში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მსახიობ ბერდია ინწკირველის სახელობის პრიზი, მისი სახელის უკვდავსაყოფად.
2023 წელს ფესტივალმა, ასევე დააწესა ქართულ თეატრში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მსახიობ ბიძინა მიქაუტაძის სახელობის პრიზი.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და უშუალოდ მინისტრის ქ-ნ მაია ხაჯიშვილის გადაწყვეტილებით, ჟიურის მიერ ნომინაციაში „საუკეთესო სპექტაკლად“ გამორჩეული დასი, დამატებით ჯილდოს სახით ფინანსდა დედაქალაქში გასტროლით.
2021 წლის ნომინაცია „საუკეთესო სპექტაკლი“ - ბათუმის 1 საჯარო სკოლის დასმა წარმოდგენა გამართა თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრში
2022 წლის ნომინაცია „საუკეთესო სპექტაკლი“ - ხულოს სოფელ ხიხაძირის სასკოლო დასმა სპექტაკლი გაიმართა თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრში
სხვადასხვა საფესტივალო წლებში სპექტაკლები გაიმართა:
ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის „დიდი სცენაზე“, „მცირე სცენაზე“, „ექსპერიმენტულ სცენაზე“, ასევე ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა სცენაზე, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ცენაზე, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის სცენაზე, აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის საგამოფენო სივრცეში, ძმები ნომბელების სახელობის მუზუემის საგამოფენო სივრცეში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის „სამანქანე ლაბორატორიაში“. სივრცეთა მრავალფეროვნება დამოკიდებულია სპექტაკლების სპეციპიკაზე, მას შემდეგ როცა ფესტივალის ხელმძღვანელობა ნახავს წარმოდგენებს, ამის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას თუ რომელ წარმოდგენას სად ვაჩვენებთ.
ფესტივალი ჟანრობრივად მრავალფეროვანია მათ შორის მუსიკალური, კომედიური, პანტომიმური, თოჯინური, ქორეოგრაფიული თუ სხვა. ფესტივალის ფარგლებში სპეციალურად ერთ-ერთი სასკოლო დასისთვის მოზარდის მიერ შეიქმნა ახალი პიესა.
ყველა საფესტივალო წელს - ფესტივალის მსვლელობისას მოზარდებისთვის იმართება საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევრო კავშირის შესახებ - საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები ევრო ინტეგრაციის საკითხებზე - საქრთველო, ევრო კავშირი და ნატო. მოდერატორი რეგიონალური ცენტრის ხელმძღვანელი ირმა გაბინაშვილი.