ძველი თაობის ბათუმელებს კარგად ახსოვთ ბათუმის ცენტრალურ პარკში (ყოფილი პიონერთა პარკი ) მდგარი „არლეკინის“ ქანდაკება. ბურთზე მდგარი ჯამბაზის ფიგურა, რომელიც გასული საუკუნის 80-იან წლებში დაიდგა, ხოლო 90-იანი წლების შავბნელ დღეებში, დღემდე უცნობ, დაუდგენელ გარემოებას ემსხვერპლა, „პიონერთა პარკიდან“ გაქრა. ცოტამ თუ იცის , რომ ქანდაკების ავტორი გახლდათ მოქანდაკე ოთარ დარჩია. ის, სულ ახლახანს გარდაიცვალა. როდესაც ფესტივალის დაარსების იდეა გაჩნდა, ცხადია, დავიწყეთ ფიქრი, თუ რა პრიზი ყოფილიყო გამარჯვებულთათვის. სწორედ, ამ დროს გაცოცხლდა მოგონებებში ბათუმის სიმბოლოდ ქცეული არლეკინი და გადაწყდა , თუ ბატონი ოთარი დაგვთახმდებოდა, მისი არლეკინი გახდებოდა ჩვენი ფესტივალის პრიზის ინსპირაციის წყარო. გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრე გავუზიარეთ ფესტივალის დაარსების და პრიზის შექმნის იდეა. ძალიან გაიხარა, გზა დაგვილოცა და მისი ნებართვით, არსებული ფოტოების მეშვეობით შეიქმნა სტილიზებური ფიგურა, რომელიც ჯერ პლასტელინისგან დაამზადა ზურა ჩხარტიშვილმა, ხოლო საბოლოო სახე არლეკინის ფიგურის მოქანდაკე გიორგი კიკვაძემ სრულყო. „არლეკინი’’ საყმაწვილო, სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალი „პირველი ავტოგრაფის“ სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულებს გადაეცემათ.
ნათელი ხსოვნა ბ-ნ ოთარის სულს. მადლიერებით გავიხსენებთ მის შემოქმედებას ყველა შემდგომი ფესტივალის გამართვისას.