„პირველი ავტგრაფის“  ხედვა

ჩვენი მიზანია უპირველესად აჭარის ა.რ. ექვსივე მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლებში არსებობდეს  მოზარდთა „თეატრალური დასები“,  რაც ხელ შეუწყობს და იქნება მაგალითი საქართველოს 64-ე მუნიციპალიტეტში არსებული სკოლებისთვის  დაინტერესდგენ სათეატრო ხელოვნებით. მომავალში ფესტივალის მიზანია გახდეს მთავარი საყმაწვილო, თეატრალური დასების ფესტივალი ჩვენს ქვეყანაში. ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში, ფესტივალი გარდაიქმნას საერთაშორისო პლათფორმად და დაიმკვიდროს თავი შავი ზღვის რეგიონში მნიშველოვან თეატრალურ ფესტივალად, რომლის ძირითადი ინტერესთა სფერო  მოზარდების სათეატრო ხელოვნებით დაიტერესებაა.

 

„პირველი ავტოგრაფის“ მისია

პირველი ეტაპისთვის,  რეგიონის და ზოგადად საქართელოს სკოლების და მოზარდი თაობის თეატრალურ ცხოვრებაში აქტიურად ჩართვა და მასში უშუალო მონაწილეობა(როგორც მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი, კომპოზიტორი, მხატვარი ა.შ.) რაც უდაოა დიდი ხელშეწყობაა საჯარო თუ კერძო სკოლების, ზოგადად განათლების სისტემისა, ხოლო შემდგომ საფესტივალო წლებში,  გვაქვს სურვილი ფესტივალმა მიიღოს საერთაშორისო მასშტაბი, სადაც ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ  ხუთივე კონტინენტიდან, რისი გამოცდილებაც ჩვენს პარტნიორებს დიდი ხანია დაუგროვდათ.

მოგეხსენებათ უცხოელ დასებს საკმაოდ მრავალრიცხოვანი  შემადგენლობა მოყვება, რაც საგრძნობლად გაზრდის აჭარის, როგორც ტურისტული რეგიონის ცნობადობას, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის ვინაც პირვალად ეწვევია რეგიონს.

სპექტაკლზე მუშაობისას, მოზარდები ეცნობიან, მწერლებს, დრამატურგებს, მსახიობებს, რეჟისორებს, ნაკლები დრო რჩებათ „უსარგებლოდ“ დროის „დასახარჯავად“. ხვეწენ მეტყველებას, ავლენენ მუსიკალურ თუ ქორეოგრაფიულ ნიჭს, გარდასახვის და სხვადასხვა გმირების  გააზრების უნარს, ეცნობიან პროფესიებს და მეტად განათლებული და თავდაჯერებულნი ხდებიან. ფესტივალი საშუალებას აძლევს  სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებელებს, ადმინისტრაციულ პერსონალს  შეხვდნენ და გაუზიარონ თავიანთი გამოცდილება და ნამუშევრები სკოლებში მომუშავე კოლეგებს, ასევე ფესტივალი სხვადასხვა ეტაპზე  უზრუნველყოფს მათთვის პროფესიული უნარ-ჩვეების განვითარებას სხვადასხვა სემიანრების და ვორქშოფების მეშვეობით. 

ამ მიზნის მიღწევაში სწორედ ფესტივალი „პირველი ავტოგრაფი“ დაეხმარება ჩვენს მოზარდებს.