სპექტაკლებზე დასწრება უფასოა
სპექტაკლების განრიგი დრო, ადგილი და დასის შემადგენლობის შესახებ ინფრომაციის მიღება შესაძლებელია ვებ გვერდი ან ფესტივალის FB გვერდის საშუალებით.
კონკრეტულ წარმოდგენაზე 60% ბილეთებისა გადაეცემა იმ სასკოლო თეატრალური დასის სკოლის ადმინისტრაციას ვისი წარმოდგენაც გაიმართება აღნიშნულ დროსა და ადგილას, ხოლო დარჩენილი 40% ბილეთებისა გაიცემა სპექტაკლის დაწყებამდე 30 წუთით ადრე, უშუალოდ ადგილზე #დასწრება_მოსწრებაზეა. ბილეთის გარეშე წარმოდგენაზე მაყურებელი არ დაიშვება.
ფესტივალის გახსნა/დახურვის ცერემონიაზე დასწრება ხდება მოსაწვევებით
ამ შემთხვევაშიც 70% მოსაწვევებისა გაიცემა ფესტივალის ადმინისტრაციის მიერ მონაწილე დასებისთვის, სპონსორებისთის და ა.შ., ხოლო დარჩენილი 30% მოსაწვევებისა გაიცემა გახსნა-დახურვის ცერემონიის დაწყებამდე 30 წუთით ადრე, უშუალოდ ადგილზე #დასწრება_მოსწრებაზეა.
მასტერკლასებზე და საინფორმაციო შეხვედრებზე დასწრება
მასტერკლასებზე და საინფორმაციო შეხვედრებზე დასწრება უფასოა. იმ შემთხვევაში თუ მსურველები დარბაზში არსებულ ადგილზე მეტია, პრიორიტეტი ენიჭება ფესტივალის აკრედიტაციის მქონე პირებს