შემოქმედებითი ორგანიზაცია „არტ პორტალი “ 2021 წელს ჩამოყალიბდა ქ. ბათუმში.  ის ორიენტირებულია რეგიონში კულტურული ღონისძიებების ორგანიზებაზე, სახელოვნებო განათლების და ხელოვნების სხვადასხვა დარგში მოღვაწე ხელოვანთა ხელშეწყობაზე, მათი შემოქმედების პოპულარიზაციისაკენ მიმართულ საქმიანობაზე. ორგანიზაციის მიზანია აღმოაჩინოს ნიჭიერი ახალგაზრდები და ხელი შეუწყოს მათში შემეცნებითი ინტერესების გაღვივებას, ასევე სხვადასხვა დარგის მიმართულებით შემოქმედებითი პროექტების მომზადება/განხორციელება/ხელშეწყობა და მათი პრეზენტირება ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე, მათ შორის დარგობრივი ფესტივალშებში მონაწილეობის მიზნით ურთიერთობების ხელშეწყობა, საშემსრულებლო ხელოვნებისა და კულტურული ინოვაციების ტენდენციების წარმოდგენა თეატრალური წარმოდგენების, მუსიკალური და ხელოვნების ნიმუშების სახით და ამ გზით საქართველოში საერთაშორისო კულტურული ცენტრის შექმნა ყველა თაობისა და ასაკის ადამიანისთვის

ორგანიზაციის მიზნები:

  • საქართველოში თანამედროვე ხელოვნების და კულტურის პოპულარიზაცია.
  • ახალგაზრდა ქართველი დამწყები ხელოვანების, თეატრის, კინოს, მუსიკოსების, მხატვრების, მსახიობების დახმარება და მხარდაჭერა.
  • სხვა ქვეყნებთან კულტურული კავშირების განვითარება.
  • ორგანიზაციის წევრების პროფესიულ განვითარებაში დახმარება და ერთობლივი პროექტების განვითარების ხელშეწყობა.
  • სხვადასხვა ფესტივალის მუსიკის, თეატრის, კინოს, ლიტერატურის და სხვა ხელოვნების დარგების ღონისძიებების მოწყობა.
  • ახალგაზრდა რეჟისორებისთვის, მუსიკოსებისთვის, მხატვრებისთვის, მსახიობებისთვის კონსულტაციების გაწევა და საინტერესო პროქტების განხორციელებაში მხარდაჭერა და თანამშრომლობა.
  • პროფესიული უნარების განვითარების მიზნით  ხელოვნების სხვადასხვა სფეროში ტრენინგების, მასტერკლასების, ვორქშოფების და სემინარების მოწყობა.

შემოქმედებითი ორგანიზაცია „არტ პორტალის“ მთავარი პროექტი საყმაწვილო, სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალი „პირველი ავტოგრაფია“. ფესტივალი ყოველწლიურია და მისი მთავარი ფოკუსია სასკოლო თეატრალური დასების შექმნა და ფართო საზოგადოებისთვის მისი წარმოჩენა.

საყმაწვილო, სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალ „პირველი ავტოგრაფის“ გარდა, შემოქმედებით ორგანიზაცია „არტ პორტალს“ განხორცილებული აქვს, ასევე სხვადასხვა პროექტები:

  • 2023 წლის მარტის თვე - ლიტერატურული სალონური საღამო „ძველ წიგნის სახლში“. საღამო გაიმართა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით.
  • 2023 წლის აპრილის თვე - „აჭარის არქივი 100 წლისაა“  სპექტაკლი ხუთი სურათი ბათუმის ისტორიიდან. წარმოდგენა გაიმართა ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის „დიდ სცენაზე“. პროექტი განხორციელდა აჭარის ა.რ. განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს და აჭარის საარქივო სამმართველოს ხელშეწყობით და თანამშრომლობით.
  • 2022 წლის ივნისი, ივლისი, აგვისტო - აჭარის რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტში არსებულ კერძო და საჯარო სკოლებში არსებული თეატრალური დასებისთვის მასტერკლასებისა და ვორგშოპების ჩატარება - პარტნიორი და ხელშემწყობი სსიპ ახალგაზრდობის რეგიონალური ცენტრი.